დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: "ვაგნერი" ახლა უკრაინაში 50 000-მდე დაქირავებულ მებრძოლს ხელმძღვანელობს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი, "ვაგნერი" ახლა უკრაინაში 50 000-მდე დაქირავებულ მებრძოლს ხელმძღვანელობს. 

„ვაგნერი“ თითქმის დანამდვილებით, ამჟამად უკრაინაში 50 000-მდე მებრძოლს მეთაურობს და უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების მთავარი კომპონენტი გახდა“, - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიხედვით, ქვეყანაში დაქირავებული სამხედრო კომპანიების საქმიანობა აკრძალულია, შესაბამისად "ვაგნერის ჯგუფი" არალეგალური უნდა იყოს. ამის გამო, ბრიტანულმა დაზვერვამ ჯერ არ იცის თუ როგორ გამოიყენებენ ოფიციალურად რეგისტრირებულ ორგანიზაციას "ვაგნერის" მებრძოლებთან საურთიერთოდ.